пятница, 30 октября 2009 г.


მავნეა თუ არა fast food-ი?
ექიმები და დიეტოლოგები უკვე ათწლეულებია, რაც სწრაფი ჯკვების ობიექტებში შემოთავაზებულ საკვებს, არც მეტი და არც ნაკლები, ჯანმრთელობისთვის არც თუ სასარგებლო და შესაძლოა, მავნე პროდუქტებადაც კი მიიჩნევენ. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ წარმოდგენილ საკვებში არასწორად არის კომბინირებული ის კომპონენტები, რასაც პროდუქტი ჩვეულებრივ შეიცავს. მაგალითად, მაღალია ქოლესტერინის შემცველობა ხორც-პროდუქტებში, კარტოფილი "ფრი" შეიცავს მავნე კონსერვანტებს და ა.შ. მათი ხშირი მიღება კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ რიკს-ფაქტორებთან არის დაკავშირებული. ანალიტიკოსები "მაკდონალდსის" კერძებში, შემოთავაზებულ პროდუქტში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების არსებობაზე, ან კიდევ გენმოდიფიცირებული საკვებით გამოყვანილ-გამოზრდილი ნედლეულის (ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, რძის ნაწარმი, კარტოფილი) შემცველობაზე მიუთითებენ. სამწუხაროდ, რამდენად შეესაბამება ასეთი ინფორმაცია სინამდვილეს, ამაში ქართული საზოგადოება არ არის კარგად გათვითცნობიერებული.

1 комментарий:

  1. თუ გინდა იყო ჯანმრთელი აუცილებლად სწორად უნდა იკვებო,"მაკდონალდსი"გემრიელია და ზოგჯერ როცა მომინდება ხოლმე,ვცდილობ გამახსენდეს მისი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე და მონდომება ხშირად გადამდის.

    ОтветитьУдалить